საზეიმოდ გაფორმდა ლევილის მამულის გადმოცემის წინასწარი თანხმობის აქტი, რომელსაც ხელი საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა შთამომავლებმა იუსტიციისა და დიასპორის მინისტრების თანდასწრებით მოაწერეს.
ისტორიული აქტით - წინასწარი თანხმობის დოკუმენტით, საბოლოოდ განისაზღვრა, რომ ლევილის მამულის, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოს, საქართველოს სახელმწიფოსთვის გადაცემის საბოლოო აქტის ხელმოწერა 20 სექტემბრისთვის დასრულდება.
„ისტორიული დღეა იმიტომ, რომ აქ, სადაც ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ჩხენკელმა გეგეჩკორმა და სხვებმა გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობა მრავალი წლის წინ, მათი შთამომავლები ხელს აწერენ საზეიმოდ ლევილის მამულის დაბრუნების წინასწარ აქტს. მაშინდელმა მთავრობამ ქართველი ხალხის ფულით შეიძინა, შეინახა, მოუფრთხილდა და შემოგვინახა და დღეს ის უბრუნდება ქართველ ხალხს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.