საქართველოს საპატრიარქო პოლიტიკურ ძალებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. წმინდა სინოდი გუშინ გამართული სხდომის ოქმს აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მწუხარებაა გამოთქმული სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის გამო.
„წმინდა სინოდი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალას ურთიერთპატივისცემისა და სიმშვიდისაკენ,“ - ნათქვამია წმინდა სინოდის ოქმში.