საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დღეს დაბადებულ დემეტრე თოთლაძეს სპეცილურად 26 მაისისთვის დაბეჭდილი დაბადების მოწმობა გადასცა.
თეა წულუკიანის განცხადებით, მსგავსი მოწმობა დღეს დაბადებულ ყველა ახალშობილს გადაეცემა.
„მე მქონდა პატივი, დღეს 25 წლის იუბილეზე, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, გადაგვეცა სპეციალური დაბადების მოწმობა დღეს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დემეტრე თოთლაძისათვის. ვუსურვებ, რა თქმა უნდა, რომ ის როდესაც ჩვენს ასაკში იქნება, ცხოვრობდეს უფრო ბედნიერ, უფრო ძლიერ და, რა თქმა უნდა, გამთლიანებულ საქართველოში,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.