02 ოქტომბერი 2024,   02:43
ვრცლად
ოზურგეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნება ოზურგეთში. ქალაქის ცენტრში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. გარდა ამისა, მხარის გუბერნატორმა საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას, საფლავი გვირგვინით შეამკო და მას პატივი მიაგეს.

საზეიმო დღესთან დაკავშირებით თანამედროვე ხელოვნების ცენტრის წინ გაიხსნა ოზურგეთელი მხატვრის, გერონტი ღლონტის, სკულპტურა ოქროს პალიტრა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საზეიმო გალა-კონცერტით დასრულდება, რომელიც თეატრალურ მოედანზე გაიმართება.

დღის ამბები