02 ოქტომბერი 2024,   02:44
ვრცლად
დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. საქართველოს ეროვნულ გმირს 77 წელი შეუსრულდებოდა.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ხსოვნას კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა პატივი მიაგეს და ვერის ბაღში მერაბ კოსტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. 

მერაბ კოსტავას სახელობის მემორიალურ ბინა-მუზეუმში კი გაიხსნა ექსპოზიცია, სახელწოდებით საქმე N4612.

მუზეუმში წარმოდგენილია ანტისაბჭოთა ორგანიზაცია გორგასლიანის ჩამოყალიბებისა და საქმიანობის ისტორია. ექსპოზიცია მოიცავს ფოტო და დოკუმენტურ მასალას, რომელიც 1956 წლის მოვლენებს ასახავს და საქართველოს უშიშროების არქივში დაცულ დოკუნენტებს ეყრდნობა.

ღონისძიებას თბილისის მერი აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. 

დღის ამბები