19 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
26 მაისი - დამოუკიდებლობის დღის მთავარი მოვლენა რეკრუტების ფიცის დადების ცერემონია იყო

26 მაისი -  დამოუკიდებლობის დღის მთავარი მოვლენა რეკრუტების ფიცის დადების ცერემონია იყო. 400-ზე მეტმა სამხედრომ თბილისსა და ხუთ რეგიონში ერთდროულად დადო მხედრული ფიცი.

საზეიმო ცერემონია თბილისში,  თავისუფლების მოედანზე ამერიკული სამხედრო ორკესტრის შემოსვლით დაიწყო. სხვადასხვა ტიპის სამხედრო მარში შეასრულეს ბრიტანულმა და ლატვიურმა სამხედრო ორკესტრმაც. მოგვიანებით მოედანზე მათთვის განკუთვნილი ადგილი პოლონურმა საპატიო ყარაულმა და ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედროებმა დაიკავეს. ბოლოს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ასეული და რეკრუტები შემოვიდნენ.

ფიცის დადების დასრულების შემდეგ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ სამხედროებს, საზოგადოებასა და დიპლომატებს, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიმართეს. მანამდე კი უმაღლესმა მთავარსარდალმა პატაკი ფიცის დადების შესახებ საქართველოს 5 რეგიონიდან მოისმინა.

ქართველ სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმაც მიულოცეს.

საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე ოთხმა იროკეზეის ტიპის ვერტმფრენმა დაასრულა. მათ საქართველოს დროშებით რუსთაველის გამზირსაც გადაუფრინეს. 

 

 

ავტორი: დავით კაკულია

დღის ამბები