19 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
კორცხელის ინციდენტი - გამოძიებამ ოპოზიციონერ ლიდერებზე თავდამსხმელების იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ შეძლო

ინციდენტიდან ხუთი დღის შემდეგაც გამოძიებამ ოპოზიციონერ ლიდერებზე თავდამსხმელების იდენტიფიცირება ვერ შეძლო. შინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოებას აჟიოტაჟისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. მღებრიშვილის თქმით, გამოძიებას სპორტსმენების დაკავების საფუძველი არ გააჩნდა.

სპორტსმენების დაკითხვაზე საკუთარი ნებით მისვლა ის არგუმენტია, რის საფუძველზეც, ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ოცნების მხარდამჭერებს დაკავების შემთხვევაშიც კი სავარაუდოდ გირაოთი გაათავისუფლებენ.

მსგავსი გარანტიები, ოპოზიციის ვარაუდით, თავდამსხმელებმა ვიცე-პრემიერისგან მიიღეს.

კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი თავდასხმის ორგანიზებასა და სპორტსმენებთან კავშირის შესახებ დასმულ კითხვებს კახი კალაძე არც დღეს პასუხობს და განმარტებების ნაცვლად რუსთავი2-ს მითითებებს აძლევს.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ გამოძიებას თავდამსხმელების ვიდეომასალის არსებობის პირობებში ამ დრომდეც უნდა დაედგინა.

არჩევნების დროს მომხდარ დაპირისპირებას ევროპელი პოლიტიკოსები ახლაც ეხმაურებიან.

 

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

დღის ამბები