თბილისის ოპერაში დიდი ექსპერიმენტისთვის ემზადებიან. პირველად სცენაზე ცოცხალი კლასიკოსის, გურამ დოჩანაშვილის, ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, სამოსელი პირველი, გაცოცხლდება.
60 პერსონაჟს ბალეტის და დრამის მსახიობებთან ერთად თამაშობენ ოპერის სოლისტები და ორკესტრანტებიც კი დირიჟორის ჩათვლით.
პრემიერა თვის ბოლოს დაიგეგმა. 31 მაისსა და 1 ივნისს პირველად სცენაზე სამოსელი პირველია. პირველი წარმოდგენა თანამედროვე ქართული ლიტერატურული კლასიკის თემაზე, რომლის ყველა ავტორი ცოცხალია.
ავტირო: მაია ლომიძე