საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული საზეიმო კონცერტი მიმდინარეობს. ეს იქნება დღეს ბოლო სადღესასწაულო ღონისძიება, რომლითაც 26 მაისი აღინიშნება.
გალა-კონცერტში, რომელსაც ხელისუფლების უმაღლესი პირები და უცხოელი სტუმრები ესწრებიან, ქართველი მომღერლები და ნაციონალური ბალეტი მონაწილეობენ.
დღევანდელ კონცერტს არ ჰყავს წამყვანი. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, იქნება ვიდეომიმართვები საქართველოს რეგიონებიდან. ვიდეომიმართვის დასრულების შემდეგ ისინი შესრულებენ საკონცერტო ნომერს და ასე მიულოცავენ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს.
„ვისურვებდი, რომ გვეცხოვროს თავისუფალ, მშვიდ, სიყვარულის და სიკეთით სავსე, მოაზროვნე, გემოვნებიან ნათელ საქართველოში,“ - განაცხადა ილიკო სუხიშვილმა.
კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, დედაქალაქის მერი. ასევე რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა ყველა ის უცხოელი სტუმარი, რომელიც დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე საქართველოში ჩამოვიდა. მათ უკვე დატოვეს რუსთაველის გამზირი, თუმცა გალა-კონცერტი კვლავ გრძელდება.