02 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღე - თბილისში გალაკონცერტი ფოიერვერკით დასრულდა

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე გალაკონცერტი ფოიერვერკით დასრულდა. 

კონცერტში სუხიშვილებმა, სხვადასხვა ანსამბლმა და არაერთმა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა. 

კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.

 

დღის ამბები