ამ წუთებში ხდება ცნობილი რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-რუსთავის ავტობანზე. ერთმანეთს ორი სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა. გარდაცვლილია ორი ადამიანი, ასევე დაშავებულია ერთი მგზავრი.
ამ დროისთვის თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია. ავარიის სავარაუდო მიზეზად კი სიჩქარის გადაჭარბება სახელდება.
კურიერის გადამღები ჯგუფი ინციდენტის ადგილზე იმყოფება.