ძლიერი წვიმა და სეტყვა ქარელსა და ქარელის რაიონის ხუთ სოფელში. განსაკუთრებით დაზარალდა მოსავალი სოფელ რუისში. მოსახლეობის თქმით, თითქმის, მთლიანად გაუნადგურდათ მოსავალი, ხეხილი, ვენახები და ბოსტნეულის ნათესები.
სეტყვა იყო გორის რაიონის რამდენიმე სოფელშიც, თუმცა, ადგილობრივების თქმით, სტიქიას მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუყენებია.