ორი გარდაცვლილი და სამი დაშავებული. დილით თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილია ერთი მძღოლი და ერთი მგზავრი ქალბატონი, რომელიც სომხეთის მოქალაქეა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ორი სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა. სავარაუდო მიზეზად სიჩქარის გადაჭარბება სახელდება.
თბილისი-რუსთავის ავტობანზე მოძრაობა შეზღუდულია.