02 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
რობი უილიამსის კონცერტი თბილისში დღეს გაიმართება

რობი უილიამსის კონცერტი თბილისში დღეს გაიმართება. დინამო არენას კარი მსმენელისთვის ხუთ საათზე გაიხსნება.

ბრიტანელი ვარსკვლავის კონცერტისთვის უკვე ყველაფერი მზად არის. დამონტაჟებულია სცენა, განათება და მუსიკალური აპარატურა.

უილიამსმა პირველი რეპეტიცია გუშინ უკვე გაიარა და სპეციალურად ქართველი მსმენელისთვის შერჩეულ რეპერტუარს დღეს საღამოს 38 ათასიანი აუდიტორიის წინაშე შეასრულებს.

 

ავტორი: სალომე ბენაშვილი 

დღის ამბები