02 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
რობი უილიამსის კონცერტთან დაკავშირებით რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა

რობი უილიამსის კონცერტთან დაკავშირებით 15:00 საათიდან რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და წერეთლის გამზირის დასაწყისიდან ვახუშტის ქუჩის კვეთამდე.

ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელი იქნება ცაბაძის ქუჩაზე, დავით აღმაშენებლის გამზირზე და ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მიმდებარე ქუჩებზეც.

გადაკეტილ ქუჩებზე მოძრაობა კონცერტის დასრულების შემდეგ აღდგება.

დღის ამბები