19 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნა - თამარ იარაჯული თბილისის მერიასთან შიმშილობს

არასამთავრობო ორგანიზაცია "მშობლების საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენელმა თბილისის მერიასთან შიმშილობა დაიწყო. თამარ იარაჯული დავით ნარმანიასთან შეხვედრას და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

იარაჯულის თქმით, თორდინავა ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს. თამარ იარაჯული ერთი თვის წინ საბავშო ბაღების აღსაზრდელების აქციის დროს დააკავეს, როდესაც სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობდნენ.

"ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა, რომ შემხვდეს ბატონი დავით ნარმანია რათა მივაწვდინო ხმა რასთან გვაქვს საქმე. მეორე, მე ბატონი თორდინავას პატიმარი ვიყავი ერთი დღის  განმავლობაში. ჩემმა ოჯახმა მიიღო უამრავი სტრესი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვ პასუხის გაცემას. მარტო მე მხედავს დამნაშავეს  ამ ქვეყანაში. შიმშილობას ვიწყებ დღეიდან და არ გავჩერდები არანაირად მივიყვან საქმეს ბოლომდე“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია მშობლების საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა თამარ იარაჯულმა.

დღის ამბები