19 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
მოქალაქეების ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ახალი კვლევა წარმოადგინა

ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, საჯარო ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში მოქალაქეების ჩართულობის შესახებ კვლევა ჩაატარა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. კვლევა სამი ქალაქის - გორის, თელავისა და რუსთავის - მაგალითზე ჩატარდა.

მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გასაანალიზებლად კი კვლევის ავტორებმა პოლონეთის კანონმდებლობა და პრაქტიკა შეისწავლეს და ქართულს შეადარეს. პროცესში გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად, საიას მკვლევარებმა რეკომენდაციებიც შეიმუშავეს.

"პრობლემები რამდენიმე სახისაა. ერთის მხრივ, მოქალაქეები არ არიან ინფორმირებულები, თუ რა უფლებები გააჩნიათ, როგორ შეუძლიათ ადგილობრივ დონეზე მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილებებში. მეორეს მხრივ, არ არსებობს ნათლად გაწერილი პროცედურები, თუ როგორ მოხდა მოქალაქეების ინტერესების კონსოლიდაცია“, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ გვარამაძემ.  

დღის ამბები