19 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას წელს 2 ათას 900-მდე მოსწავლე ვეღარ მიიღებს

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას წელს 2 ათას 900-მდე მოსწავლე ვეღარ მიიღებს. სკოლებში გამოსაშვები გამოცდების მინიმალური ზღვარი ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულმა სწორედ ამდენმა მოსწავლემ ვერ გადალახა.

ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი მოსწავლე ვერ აიღებს წელს სკოლის დამამათავრებელ ატესტატს. თუმცა, ცნობილია, რომ გამოცდაზე რეგისტრირებული 41 ზე მეტი აბიტურიენტიდან ივლისში საგამოცდო ოთახში მხოლოდ 38 ათასი აბიტურიენტი შევა.

გამოსაშვები გამოცდების ხარვეზებზე მიუთითებენ განათლების სფეროს ექსპერტებიც. დავით ლაგვილავა საატესტატო გამოცდებზე დაფიქსირებულ დაბალ მაჩვენებელზე პასუხისმგებლობას განათლების სამინისტროს აკისრებს.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი საატესტატო გამოცდების შედეგებს ორშაბათს გამოაქვეყნებს.

 

ავტორი: მარიამ ჭოხონელიძე

დღის ამბები