აუდიტორია 115 წევრების მოთხოვნები ძალაში რჩება. ახალგაზრდები სტუდენტური თვითმმართველობების გაუქმებას ელოდებიან და აუდიტორიების დატოვებას არ აპირებენ. პარალელურად ძალაში შედის ახალი ულტიმატუმი. ამჯერად სტუდენტური თვითმმართველობები უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართავენ იმ შემთხვევაში თუ არ აღდგა სტატუს კვო სტუდენტური თვითმმართველობები ოთახებში ძალით გეგმავენ შესვლას.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ჯერ უცნობია, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს რომ თვითმმართველობის წევრებს მუშაობის უფლება უნდა მიეცეს. დარეჯან თვალთვაძე სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმების წინააღმდეგია.
სტუდენტური თვითმმართველობების რეფორმირების საკითხზე დღეს განათლების სამინისტროშიც მსჯელობდნენ, თამარ სანიკიძესთან უმაღლესი სასწავლებლების რექტორიმა და სტუდენტებმა საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს თუ როგორ უნდა მოხდეს სტუდენტური გაერთიანების რეფორმირება. არ არის გამორიცხული რომ თვითმმართველობების გაუქმების საკითხი კანონის დონეზეც დარეგულირდეს. სწორედ ამ მოსაზრების გამო უნივერსიტეტის თვითმმართველობამ დღეს მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს განათლების სამინსტრო ჯერ უცნობია. დღევანდელი შეხვედრაზე გადაწყდა,ზომგარდამავლი პერიოდი დაწესდება რომლის დროსაც საბოლოოდ შეჯერდებიან თვთმმართველობების საკითხზე, მანამდე კი ეს სტრუქტურა უმაღლეს სასწავლებლებში ძველი წესით იმოქმედებს.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი