ბაკურიანში მიწების გასხვისების სადაო საქმეზე სამცხე-ჯავახეთის პროკურატურაში ინტენსიური დაკითხვები მიმდინარეობს.
ბაკურიანის მიწების სკანდალურ საქმეში პროკურატურას კიდევ ერთი ბრალდებული ჰყავს. ბოლოთაშვილს 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება მას სახელმწიფო ქონების უკანონოდ მითვისებასა და ყალბი დოკუმენტების დამზადებას ედავება. ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით ბრალი უსაფუძვლოა და მიწების გასხვისების სადავო საქმეზე, ადგილობრივების დაკავებამდე გამოძიებამ პასუხისგებაში მაღალი თანამდებობის პირები უნდა მისცეს.
ბაკურიანის მიწების საქმეზე, სამცხე ჯავახეთის პროკურატურამ გამოძიება რამდენიმე თვის წინ განაახლა. გამოძიების ინტერესია, რამდენად კანონიერად გაიცა რამდენიმე თვის წინ ის ცნობები, რის საფუძველზეც ადგილობრივებმა ტყის მასივი დაირეგისტრირეს.
გაცემული ცნობების გამო, ბრალი 6 პირს წარდგენილი აქვს. გამოძიებამ ბრალდებულებიდან ხუთთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და ქონების დათმობის სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. ბაკურიანელების ნაწილი პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი