სამართლებრივი საკითხების სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს სერთიფიკატები გადაეცათ.
დღეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სერთიფიკატი რუსთავი2–ის კორესპოდენტმა, გიგლა თუმანიშვილმაც, მიიღო.
ჟურნალისტებმა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 4-დღიანი სასწავლო კურსი გაიარეს. პრესის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, შეხვედროდნენ მოსამართლეებს და გაევლოთ ტრენინგი.
„სწორედ ამიტომ იყო ის 4 დღე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დაისვა ის კითხვები, რომელიც ზოგიერთ გადაწყვეტილებაზე და განაჩენზე გვქონდა ჟურნალისტებს,“ - აღნიშნა გიგლა თუმანიშვილმა.