19 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია 23 წლის გახდა - თარიღი კურსანტებს პრეზიდენტმა მიულოცა

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია 23 წლის გახდა. თარიღი კურსანტებს პრეზიდენტმა მიულოცა.

გიორგი მარგველაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის აკადემიის პირადი შემადგენლობა დააჯილდოვა.

პრეზიდენტი ასევე აკადემიაში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა და აქცენტი შეირაღებულ ძალების მნიშვნელობაზე გააკეთა. 

„ყოველთვის მიხარია ხოლმე აქ მოსვლა. მიხარია იმიტომ, რომ აქ ვხედავ იმ ემოციას, იმ მომავალ ძალას, იმ მომავალ გამარჯვებებს, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სახელმწიფო თქვენთან ერთად მიაღწევს. თქვენ უნდა დაიცვათ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ ურთულეს ვითარებაში ჩვენი ქვეყნის დაცულობა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცერემონიას გორში თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

 

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი 

დღის ამბები