02 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
აჭარაში ტურისტული სეზონი დაიწყო

აჭარაში ტურისტული სეზონი დაიწყო. კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებებით ბათუმი მთელი დღის განმავლობაში არის დატვირთული.

ბათუმის ბულვარში მოეწყობა მასტერკლასები. ტურისტებს შეუძლიათ, გაეცნონ ქართულ სამზარეულოს. მათთვის გათამაშდება სპეციალური პრიზებიც.

ერთი დღით ტურისტულ ობიექტებზე შესვლა უფასოა. სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობენ ველომოყვარულები და იახტებით სეირნობის მსურველები.

დღის ამბები