თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობა რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, აკადემიურ საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აუდიტორია115-ის ქმედებებზე ისაუბრეს.
მათი განმარტებით, თვითმმართველობის კაბინეტში შეჭრა არასამართლებრივი ქმედება იყო.
აკადემიურ საბჭოში თვლიან, რომ დაპირისპირებული მხარეებმა, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დაიწყონ დიალოგი.
აუდიტორია115 კი დიალოგს არ აპირებს და თვლის, რომ თვითმმართველობის ბრალდება უსამართლოა.