19 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
ადიდებულმა არაგვმა სოფელ ნავაზში საცხოვრებელი სახლის ეზოს ნაწილი წაიღო

ადიდებულმა არაგვმა სოფელ ნავაზში საცხოვრებელი სახლის ეზოს ნაწილი წაიღო. ოჯახი მდინარის კალაპოტის შეცვლას ითხოვს. წინაღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩნენ.

ნატალია შენგელია ყვება, რომ დროდადრო ადიდებულ მდინარეს ტერიტორიები მიაქვს.

შენგელია მდინარის ძველ კალაპოტში დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვს. ის ასევე გზის გამაგრების აუცილებლობაზეც მიუთითებს, რადგან კალაპოტ შეცვლილი არაგვი საფრთხეა ცენტრალურ ტრასასაც უქმნის.

ნატალია შენგელია ამბობს, რომ დახმარების თხოვნით მცხეთის გამგეობას რამდენჯერმე მიმართა. თვითმართველ ორგანოში დახმარებას დაჰპირდნენ, თუმცა შემდეგ გზების დეპარტამენტთან გადაამისამართეს. შენგელიას თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც არაერთხელ მიმართა, თუმცა ამ დრომდე, არცერთ უწყებას რეაგირება არ მოუხდენია.

დღის ამბები