სოფელ მუხურში მცხოვრები მოსიძეების ოჯახი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს პირობის დარღვევაში ადანაშაულებს. ისინი ლევან უჯმაჯურიძის საქმიანობის შესწავლას ითხოვენ.
საუბრია ტერიტორიაზე, სადაც მოსიძეების ოჯახს თხილი ჰქონდა გაშენებული და 23 მაისს 150 ძირი ნერგი სამეცნიერო კვლევითა ცენტრის ნებართვის საფუძველზე მოიჭრა.
მოსიძეების მტკიცებით, ისინი მიწის ნაკვეთით 2000 წლიდან სარგებლობენ. 16 წლის შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრომ, რომლის ბალანსზეც იყო ნაკვეთი, განკარგულება გასცა, სამეცნიერო კვლევით ცენტრს მეფუტკრეობა განეახლებინა. ადგილობრივებმა კი მიიღეს სიტყვიერი დაპირება, რომ თხილი არ გაიჩეხებოდა და ზაფხულში მოსავლის აღებას შეძლებდნენ.
მოსიძეების ოჯახი ლევან უჯმაჯურის საქმიანობით დაინტერესებას შესაბამის უწყებებს სთხოვს.