სტიქიის შედეგად დაზარალებული დასახლება - რამდენიმე საათის წინ დუშეთის რაიონის სოფელი ებნისი ძლიერი სეტყვის ქვეშ აღმოჩნდა. ნალექი იმდენად ძლიერი იყო, რომ სოფლის აბსოლუტურად ყველა ოჯახი დაზარალდა.
ასევე განადგურებულია ადგილობრივი მოსახლეობის სახლების სახურავებიც.
ცოტა ხნის წინ სტიქიის ზონაში იმყოფებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომდგენელი.
ზურაბ ჯარიაშვილი განმარტავს, რომ ადგილობრივ გამგეობაში სტიქიის შესახებ ინფორმირებულები არიან და ხვალიდან შეიკრიბება სპეციალური კომისია, რომელიც სოფლის მცხოვრებლების ზარალზე იმუშავებს.
„ზარალი ნამდვილად დიდია და ხალხი საჭიროებს დახმარებას. რაც უფრო ადრე მოხდება ეს დახმარება, უკეთესია. სახელმწიფო დაეხმარება მოსახლეობას, რის საშუალებაც და შესაძლებლობაც იქნება,“ - განაცხადა ზურაბ ჯარიაშვილმა.