19 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
ძლიერმა სეტყვამ დუშეთის და გორის რამდენიმე სოფელი დააზარალა

გუშინ ძლიერმა სეტყვამ დუშეთის და გორის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სოფლებში მოსავალი, თითქმის, მთლიანად განადგურებულია.  

დუშეთის რაიონის სოფელი ებნისში სეტყვა იმდენად ძლიერი იყო, რომ სოფლის აბსოლუტურად ყველა ოჯახი დაზარალდა. ასევე განადგურებულია ადგილობრივი მოსახლეობის სახლების სახურავებიც.

დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომდგენელი, ზურაბ ჯარიაშვილი, რუსთავი2-თან საუბრისას განმარტავს, რომ ადგილობრივ გამგეობაში სტიქიის შესახებ ინფორმირებულები არიან და დღეიდან შეიკრიბება სპეციალური კომისია, რომელიც სოფლის მცხოვრებლების ზარალის დათვლაზე იმუშავებს.

გორის რაიონში კი ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე ახალუბანში, მეჯვრისხევსა და ახრისში სეტყვამ ბოსტნეული და ნათესები გაანადგურა. 

ზარალის ოდენობა დაზუსტებული არ არის. მოსახლეობის უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა

დღის ამბები