19 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
გორში ძლიერმა სეტყვამ სამი სოფელი დააზარალა

გუშინ ძლიერმა სეტყვამ გორის რაიონის სოფლები დააზარალა. დაზარალდა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სამი სოფლის - მეჯვრისხევის, ახალუბნისა და ახრისის მოსახლეობა.

სტიქიამ ბოსტნეული და ნათესები გაანადგურა.

ზარალის ოდენობა მოგვიანებით დაზუსტდება. მოსახლეობის უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლები ბოლო ორი დღის განმავლობაში უკვე მეორედ დაისეტყვა.

დღის ამბები