19 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
დუშეთში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას ხვალ დაიწყებენ

ძლიერი სეტყვის შედეგად დუშეთში მიყენებული ზარალის დათვლას სპეციალური კომისია ხვალიდან დაიწყებს.

სოფელ ებნისის მოსახლეობასთან ცოტა ხნის წინ მუნიციპალიტეტის გამგებელი იმყოფებოდა, რომელმაც დასეტყვილი ბაღები და სახლები ნახა.

სტიაქიამ მოსავალი სოფელში მცხოვრებ 80-ვე ოჯახს მთლიანად გაუნადგურა.  დაზიანებულია ადგილობრივების სახნავ-სათესი და სახლების სახურავები. 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ებნისის გარდა სხვა სოფლებიც დაზარალებულია. თუმცა, ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ სოფელშია.  

ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები