19 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
ევროპაში უძველეს სინაგოგას, რომელიც საქართველოში მდებარეობს, 275 წელი შეუსრულდა

ევროპაში უძველეს სინაგოგას, რომელიც საქართველოში, ახალციხეში მდებარეობს, 275 წელი შეუსრულდა.

ამ თარიღთან და ქართულ-ებრაული მეგობრობის 26 საუკუნის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები ამ წუთებში მიმდინარეობს. დღესასწაული ოფიციალური მიღებით სინაგოგაში დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით ახალციხის ციხეში გადაინაცვლა.

საგანგებოდ ამ დღისთვის სამცხე-ჯავახეთში მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატები და ისრაელიდან სტუმრები ჩავიდნენ. ქალაქში ტარდება ასევე გამოფენები. დღის ბოლოს კი კონცერტი მესხეთის დრამატრულ თეატრშია დაგეგმილი.

დღის ამბები