მზიურში განახლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული საბავშვო პარკი გაიხსნა.
სივრცეში განთავსებული სათამაშო მოედნების მოსაწყობად სამუშაოები სოციალურმა საწარმომ ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენებით განახორციელა.
პროექტი კალიფორნიაში საქართველოს საპატიო კონსულის, ფრენკ გრენკის, ოჯახის ფონდის დაფინანსებითა და ლევან მიქელაძის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
პარკის გახსნაზე პირველი ლედიც იმყოფებოდა.