19 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღე სოფელ აძვისში

საქართველომ გასულ კვირას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, თუმცა ამ დღეს სამხედრო აღლუმები დიდი ქალაქებისთვისაა, სოფელ აძვისში კი 26 მაისი სულ სხვანაირად აღინიშნება - ამ დროს სოფლის სასაფლაო ითიბება.

ბალახისგან გაწმენდილი საფლავები კი უახლეს ისტორიას ინახავს. აქ იპოვით წარწერას, რომელიც კომუნისტურ ერას გადაურჩა.

პეტრე კაპანაძე თავისი ოჯახისა და გვარის უკანასკნელი წარმომადგენელია, რომელიც სოფელ აძვისთან და ისტორიულ საფლავის ქვასთან კავშირს ინარჩუნებს. ის P.S-თან ჰყვება, რომ დავით კაპანაძეს, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების  წინა დღეს გარდაიცვალა, ქვეყნის მონობიდან გათავისუფლება შვილებმა საფლავის ქვაზე გაკეთებული წარწერით ამცნეს.

საფლავის ქვის გამო კომუნისტების რისხვა არავის შეხებია. მაგრამ გულაგს კაპანაძეების ოჯახი მაინც ვერ გადაურჩა. დავითის ძმისშვილის ცხოვრება, შელამაზების გარეშე, ისტორიული რომანია.

 

 

ავტორები: თენგიზ გოგოტიშვილი, იოსებ წიკლაური

დღის ამბები