20 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
დატბორილი და დანგრეული სახლები - სტიქია ადიგენში

6 სოფელი დაზარალდა ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ადიგენის რაიონში. სტიქიის ზონაში გვიანობამდე მუშაობდნენ შესაბამისი ტექნიკით ადიგენის, აბასთუმნის და ახალციხის საგანგებო სიტუაციების სამსახურების წარმომადგენლები.

იტუმბებოდა წყალი დატბორილი სახლების სარდაფებიდან და პირველი სართულებიდან. მოსახლეობის თქმით, მოსავალი დაახლოებით 50 ჰექტარზეა განადგურებული, რაც ძირითადად მდინარე ოცხეს ადიდებამ გამოიწვია.

დაზიანებულია გზები და ინფრასტრუქტურაც. სოფლის უხუცესების თქმით, რამდენიმე ათწლეულია მსგავსი სიძლიერის წვიმა და სეტყვა არ ახსოვთ.

გამგებლის თქმით, ზარალის ოდენობას უახლოეს დღეებში დაადგენს სპეციალური კომისია.

ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, საჭირო გახდება ცენტრალური ხელისუფლების დახმარება და თანხის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფა.

ამავე თემაზე
დღის ამბები