19 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
"რუსთავი2"-ის საქმე - კოლეგიამ შესაძლოა გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადოს

არ არის გამორიცხული სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ რუსთავი 2-ის საქმეზე დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

მოსარჩელე მხარის პროტესტის მიუხედავად, კოლეგიამ პოზიციების ჩამოსაყალიბებლად სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატებს ერთდღიანი ვადაც არ მისცა.

გუშინდელ სხდომაზე რუსთავი2-ის იურისტების არც ერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, მათ შორის კოლეგიის აცილებისა და საქმეში მტკიცებულებების და მესამე პირების ჩართვის შესახებ.

ნიკა გვარამიამ პროცესზე წინა კოლეგიის შემადგენლობაზე მიმდინარე ზეწოლის კონკრეტული ფაქტებიც დაასახელა და სასამართლოში მოწმეების დაბარებაც მოითხოვა, თუმცა ეს გარემოებაც უარყოფილი იქნება.

რუსთავი 2-ის იურისტები ამბობენ, რომ სასამართლო პროცესები ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს, რასაც ქიბარ ხალვაშის ადვოკატი არ იზიარებს. თუმცა, პაატა სალია აცხადებს, რომ 5 თვიანი ვადა, რომელშიც სააპელაციო სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს, 8 ივნისს იწურება.

პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს 10:30 საათზე უნდა დაიწყოს. რუსთავი 2-ის მხარდამჭერებს სასამართლოსთან 10 საათიდან ელოდებიან. 

დღის ამბები