19 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
რუსთავი 2-ის საქმე - 31 მაისი [მიმდინარე ამბები]

15:12 - სასამართლო დარბაზში მყოფმა ერთერთმა მოქალაქემ მოსამართლეებს "ბიძინას და ქიბარის მონები" უწოდა. მას პროცესი დაატოვებინეს. 

15:10 - პროცესზე ტვ საქართველოს ადვოკატმა ქეთევან ზანდუკელმა და მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ იკამათეს. ქეთევან ზანდუკელი მხარის სააპელაციო საჩივარს წარმოადგენს, მოსამართლემ მას სიტყვა რამდენჯერმე შეაყწვეტინა. 

14:57 - სააპელაციო სარჩელს კითხულობს ტვ საქართველოს ადვოკატი. 

14:27 - "ამ საქმის გულისთვის" ეს არის ჩემი ღრმა რწმენა" მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი, სხვნაირად ეს სარჩელი თქვენამდე არ მოვიდოდა. ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის სისხლიანი", - განაცხადა გია და ლევან ყარამანიშვილების ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა. 

14:12 - სასამართლო პროცესი განახლდა.

13:02 - სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. 

12:04 - სასამართლო დარბაზში სააპელაციო საჩივრებს კითხულობენ. 

12:03 - "იწვით სურვილით, რომ ვინმემ გადაწყვეტილება დაგვიწეროს, თანაც მინისტრმა და ჩვენ გადავიწეროთ", - მოსამართლე ნათია გუჯაბიძე. 

11:57 - ადვოკატ ზაზა ბიბილაშვილს მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობის დაყენება სურს, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს. 

11:50 - ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. მოსამართლემ განაცხადა, რომ ის არ ემორჩილება კოლეგიის განკარგულებებს. 

11:39 - სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს ელისო კილაძესა და ია ფარულავას. მათ შუამდგომლობაზე უარის გამოცხადებისას გაეცინათ. 

11:38 - მოსამართლეთა კოლეგიამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

11:29 - სასამართლო სხდომაზე ისაუბრა რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ. მან პროცესის გადადება მოითხოვა. 

"სასამართლო უნდა ითვალისწინებდეს იმას, რომ მხოლოდ თქვენი დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ. ცოცხალი ორგანიზმი ვართ და ბევრი სხვა საკითხია, რომელიც მათ შორის იურისტების გადასაწყვეტია. გთხოვთ გადადოთ პროცესი, ოღონდ ისე, რომ ჩვენც შეგვითანხმოთ. გუშინ რაც ქენით, ჩვენთვის მიუღებელია. მოგვიგდეთ თარიღი ისე, რომ ვერ გავიგეთ", - განაცხადა გვარამიამ. 

11:24 - სხდომის გადადება მოითხოვა რუსთავი 2-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმაც. მისი თქმით, გუშინ 30 მაისს 11-დან 6 საათამდე გაგრძელდა სხდომა და სასამართლომ ერთი დღე არ მისცა მხარეებს მოსამზადებლად. 

11:20 - ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია არ ეთანხმება შუამდგომლობას. 

11:18 -  ტვ საქართველოს ადვოკატმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა. მისი განცხადებით, დღეს მათ მხარეს აქვს ჩანიშნული სხვა პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ აპრილში დაიგეგმა. 

11:16 - გია და ლევან ყარამანიშვილების ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი სიტყვით გამოდის.

ბიბილაშვილს წარმოდგენილ პრეზენტაციაზე ეწერა "ურთმელიძის "ნოვატორული" კრიმინალური სამართალი", რის გამოც შენიშვნა მიიღო მოსამართლე ნატა ნაზღაიძისგან.

მოსამართლის თქმით, ბიბილაშვილმა სამართლებრივი შეფასება მისცა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და სასამართლოსთვის პატივისცემისკენ მოუწოდა.

10:43 - სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა დაიწყო. 

დღის ამბები