20 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
მოსამართლეთა კოლეგიამ რუსთავი 2-ის ადვოკატების მოთხოვნა პროცესის გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა

რუსთავი 2-ის მხარის ადვოკატებმა პროცესის გადადება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი დრო დღევანდელი პროცესისთვის მოსამზადებლად. 

"არ მინდა ვიფიქრო, რომ თქვენი შუამდგომლობები ემსახურება პროცესის გაჭიანურებას", - განაცხადა ნატა ნაზღაიძემ.  

მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა შესვენების გამოცხადების შესახებ შუამდგომლობა. კოლეგიამ განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. 

"2 საათის შემდეგ იქნება 1-საათიანი შესვენება", - განაცხადა ნაზღაიძემ. 

დღის ამბები