20 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის ძალადობრივი გზით წართმევა იქნება უდიდესი დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის," - მერაბ მეტრეველი

სახელმწიფო ხალხისთვის წევრი მერაბ მეტრეველი რუსთავი 2-ის საქმის პროცესს აფასებს. მერაბ მეტრეველი რუსთავი 2-ის საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლოს ეზოში ესწრება, და აცხადებს, რომ ადგილზე დემოკრატიის დასაცავად მივიდა.

რუსთავი 2 არის პოლიტიკურად მიკერძოებული ტელევიზია, არის მხარე პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ ამას ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუმდაც ასეთი რუსთავი 2-ის ძალადობრივი გზით წართმევა, იქნება უდიდესი დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის. თავისუფალ მედიაზე, იქნება ის ობიექტური თუ არა, თავდასხმა არის დემოკრატიაზე თავდასხმა,“ - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

მისივე თქმით, უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესობამდე დაიძაბება.

სააპელაციო სასამართლოს ეზოში იმოფება ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ტუღუში, რომელიც აღნიშნავს, რომ სამართლიანობასთან ამ პროცესს არავითარი კავშირი არ აქვს.

“ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს ხელისუფლება სასამართლოს საშუალებით დაეპატრონოს რუსთავი 2-ს. სამწუხაროა, რომ ისინი ვერ ხედავენ იმ დიდ საფრთხეს, რომელიც მთლიანად ამ პროცესს თან სდევს,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

დღის ამბები