20 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
"ვიღაცას სურს, რომ მედია მოასუფთავოს პროფესიონალებისგან", - რუსთავი 2-ის სახეები "სხვა შუადღის" ეთერში

რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს კურიერის ჟურნალისტებმა და არხის სხვა სახეებმა სხვა შუადღის ეთერში. ტელეკომპანიის თანამშრომლების შეფასებით, სასამართლოში წყდება არა მხოლოდ არხის ბედი, არამდე ქვეყნის მომავალი. კორესპონდენტებმა იმ გარემოებებზე ისაუბრეს, რაც მათ სასამართლოს მიკერძოებულობის ეჭვს უმყარებს.

"რუსთავი2 დღეს არის ტელეკომპანია რომელიც მოსახლეობას, თავის მაყურებელს აწვდის ინფორმაციას რომელიც ეყრდნობა როგორც ქართულო ასევე ევროპულ ღირებულებებს. მოსახლეობის ის ნაწილი რომელიც შეკრებილია სასამართლოს ეზოში, მათთვის რუსთავი2 არის ერთ ერთი მონაპოვარი და ევროპული ღირებულებების დაცვა. ამ ყველაფერს აკვირდებიან საერთაშორისო ორგანიზაციები“ - განაცხადა ჟურნალისტმა დათო კაკულიამ.  

ასევე რუსთავი2-ის ჟურნალისტის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ წინა საარჩევნოდ დამოუკიდებლობის გარანტი აღარ იყოს მედია ვინმესთვის,

"ვიღაცას სურს რომ მედია მოასუფთავოს პროფესიონალებისგან. ვფიქრობ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ წინა საარჩევნოდ დამოუკიდებლობის გარანტი აღარ იყოს მედია ვინმესთვის, ანუ მოსახლეობამ ვეღარ ნახოს ის კადრები, რაც იყო ცემა, კორცხელში მიმდინარე მოვლენები და ასე შემდეგ", - აღნიშნა ნატა მახვილაძემ.      

დღის ამბები