09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
ევროსაბჭო აგვისტოს ომის შედეგებთან დაკავშირებით მუშაობას განაგრძობს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა. მიღებულ დოკუმენტში საქართველოს შესახებაც არის საუბარი და წერია, რომ საქართველოს შესახებ ანგარიშის მოსამზადებლად კომიტეტმა შეხვედრები ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთანაც გამართა.

დოკუმენტის თანახმად, 2008 წლის ომის შედეგებთან დაკავშირებით, მონიტორინგის კომიტეტი მუშაობას განაგრძობს. გასულ წელს თავმჯდომარემ თანამომხსენებლებთან ერთად შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებსა და ჰააგის სასამართლოს პროკურორებთან.

ასამბლეა მიესალმება საქართველოში მიღწეულ პროგრესს და არჩევნების კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებას, თუმცა შეშფოთებასაც გამოთქვამს ოპოზიციის წარმომადგენლებზე ზეწოლასთან დაკავშირებით და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებებისა და სასამართლო პროცესების ობიექტურად წარმართვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები