09 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
კრემლი იანუკოვიჩისთვის მოქალაქეობის მიცემას უარყოფს

კრემლში ვიქტორ იანუკოვიჩისთვის რუსეთის მოქალაქების მიცემის ფაქტს არ ადასტურებენ. ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მას მსგავსი შინაარსის ბრძანებულება არ უნახავს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზდენტმა საიდუმლოდ მისცა რუსეთის მოქალაქეობა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პრემიერსა და გენერალურ პროკურორს, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა გაავრცელა. ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალურად გამოსცა საიდუმლო ბრძანება და მოქალაქეობის მიცემით უკრაინის მოღალატეები ერთგული სამსახურისთვის დააჯილდოვა. 

დღის ამბები