19 ნოემბერი 2024,   13:04
ვრცლად
სენსაციური აღმოჩენები გრაკლიანის გორაზე

 

უნიკალური და რევოლუციური აღმოჩენა დამწერლობაში. საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქართველებს ანბანი ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-11 - მე-10 საუკუნეებში ჰქონდათ, რაც მთლიანაც ცვლის არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო დამწერლობის ისტორიას.

გრაკლიანის გორა კაცობრიობის განვითარების ისტორიას ინახავს და გვიჩვენებს აქამდე აღმოჩენილი დამწერლობის უძველეს ნიმუშებს. მსოფლიოში არსებული14 დამწერლობიდან ქართული მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ახალმა თარიღმა დამწერლობის რიგითობა უნდა შეცვალოს, რადგან ჩინური იეროგლიფებისა და ლურსმული დამწერლობის შემდეგ უცნობი მოხაზულობები, რომელიც საქართველოში აღმოჩნდა უძველესია.

არქეოლოგიური კვლევები ასევე ადასტურებს, რომ აქ იყო არა სპონტანური დასახლება, არამედ ორგანიზებული საზოგადოება, სადაც იცავდნენ ტრადიციებს და ამზადებდნენ ესთეტიურ ნივთებს.

ავტორი: თეა ადეიშვილი.

დღის ამბები