03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
თბილისობა მოსკოვში

თბილისობის დღესასწაული ხვალ მოსკოვში აღინიშნება. უკვე ჩასულები არიან და გალაკონცერტისთვის ემზადებიან ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებიც.

ღონისძიების ორგანიზატორი რუსეთში „ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებას მხრადაჭერისთვის მადლობას უხდის. მოსკოვში თბილისობის დღესასწაულში მონაწილეობას მიიღებს ქართველი ჟურნალისტი, მელორ სტურუაც, რომლის წიგნის პრეზენტაციაც გაიმართება.

ჟურნალისტი ამბობს, რომ წიგნი ”ლექსები სიცოცხლის ბოლოს” ეძღვნება იმ ხალხს და ერებს, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან.

დღის ამბები