09 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
ისლამისტების შეტევა სირიაზე

ისლამისტებმა სირიის ქალაქ კობანის ასაღებად შეტევა დაიწყეს. ქალაქიდან 5 კილომეტრის დაშორებით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. შეერთებული შტატების ავიადარტყმების მიუხედავად, ისლამისტებმა ქალაქთან მიახლოება შეძლეს.

პარალელურად, თურქეთი პირობას დებს, რომ არ დაუშვებს ქვეყნის საზღვართან მდებარე ქალაქი ისლამური სახელმწიფოს ხელში გადავიდეს.

ტერორისტების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციას დღეიდან ავსტრალიაც შეუერთდა.

ავსტრიის მოიერიშეებმა ერაყის საჰაერო სივრცეში არასაბრძოლო მისიაში მიიღეს მონაწილეობა.

რეგიონში დამატებით გამანადგურებლებს აგზავნის დიდი ბრიტანეთიც. ტორნადოს ტიპის ორი თვითმფრინავი ორ დღეში კვიპროსის საჰაერო ბაზაზე დაეშვება.

დღის ამბები