03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
მოჭიდავეებსა და კურტანიძეს შორის დაპირისპირებამ, შესაძლოა, ეროვნულ ჩემპიონატს პრობლემები შეუქმნას

ფალავანთა კლუბი, სადაც ვარჯიში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს უნდა ჰქონოდათ, დღეს ცარიელია. ვარჯიში მოჭიდავეებმა პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს, მათი განმარტებით, პროცესი მხოლოდ ერთი პირობის შესრულების შემდეგ განახლდება. მოჭიდავეების ნაკრები არც კადიროვის და არც ევროპის თასის გათამაშებაზე გამგზავრებას არ აპირებს.

კურტანიძის მიერ მწვრთნელების გათავისუფლებას აპროტესტებენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიც, ოლიმპიური ჩემპიონი ვახტანგ ბლაგიძე ამბობს, რომ კურტანიძეს გადაწყვეტილება არც პრეზიდიუმისათვის შეუთანხმებია. 

კურტანიძე პოზიციას არ იცვლის და საკუთარ გადაწყვეტილებას ჭიდაობის ფედერაციის წესდების მერვე პუნქტით ხსნის, რომელიც დოკუმენტში 2013 წელს სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში იქნა შეტანილი, ფედერაციის პრეზიდენტი ნაკრების, სადაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებიც არიან,  წევრების ჩანაცვლებას საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული სპორტსმენებით გეგმავს

იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენების პროტესტი არ შეწყდება, პრობლემები ეროვნულ ჩემპიონატსაც შეექმნება,რომელიც მარტშია დაგეგმილი. 

დღის ამბები