03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
მოკლულის ახლობლები პოლიციელის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ

ქუთაისში პოლიციელის მიერ მოკლულის ნათესავები გამოძიების ობიექტურად ჩატარებას და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.  

გუშინ დევნისას პოლიციელის მიერ მოკლული ახალგაზრდა უკვე სახლშია გადასვენებული. მისი ახლობლები კი, რომლებიც გუშინ რეანიმაციულ განყოფილებაში ძალის გამოყენებით ცდილობდნენ შეჭრას, დღეს უკვე შიშობენ, რომ, შესაძლოა, გამოძიება ობიექტურად არ ჩატარდეს.   

გუშინ მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ კრიმინალისტები.  ექსპერტიზა ჩაუტარდა ავტომობილს, რომელშიც გარდაცვლილი მირზა ბუჩუაძე იჯდა.

ქუთაისში მომხდარ ფაქტზე პირველი კომენტარი გააკეთა პრემიერმაც.  ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდარს "ცუდი ფაქტი" უწოდა. პრემიერის შეფასებით, გუშინ შს სამინისტრომ  და პროკურატურამ მყისიერი რეაგირება მოახდინეს და პირობას დებს, რომ პოლიციელი ჩადენილ დანაშაულზე პასუხს აგებს.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით.

დღის ამბები