03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი 20 ოქტომბერს გადაწყდება

 ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი 20 ოქტომბერს გადაწყდება. აჭარის მთვარობის თავჯდომარე, არჩილ ხაბაძე, კი პირობას დებს, რომ  ხელისუფლება ქართველი მუსლიმების ინტერესებს ბოლომდე დაიცავს.

ამის შესახებ არჩილ ხააძემ დღეს მუსლიმებისთვის ყურბან-ბაიარამის დღესასწაულის მილოცვის შემდეგ ისაუბრა.

ხაბაძის თქმით, ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს 20 ოქტომბერს შეხვდება და რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. ამასთან, ის ამბობს. რპმ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და ხელისუფლება ქართველი მუსლიმების ინტერესებს ბოლომდე დაიცავს.

„რა მოთხოვნებიც აქვთ მუსლიმებს, ჩვენი მთავრობა ითვალისწიმებს. ერთად ვმსჯელობთ და საზოგადოების წინაშე გამოგვაქვს. ეს არის ღია და გამჭვირვალე პროცესი. ამ ქვეყანაში მუსლიმების და ყველა რელიგიის უფლებები იქნება დაცული," - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

ხელისუფლების მხრიდან მორწმუნეებისათვის გაკეთებული ბოლო შეთავაზება ბათუმში მოქმედი მეჩეთის გაფართოება იყო.  თუმცა, მუსლიმებისთვის ეს წინადადება მისაღები არ აღმოჩნდა. ისინი ახალი სამლოცველოს აგებას ითხოვენ.

დღის ამბები