03 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
"კაბინეტებიდან გამოვათრევთ და პროკურატურასთან დავაგდებთ," - ნინო მიქიაშვილის მუქარა

სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს საყდრისის მცველი, ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი. იგი გეგმავს სარჩელი შეიტანოს პროკურატურასა და სასამართლოში და მოითხოვოს ყველა იმ პირის დასჯა, რომლთაც საყდრისი-ყაჩაღიანის საბადო გაანადგურეს.

"დამთავრებულია საყდრისის ამბავი, ააფეთქეს და გაასწორეს მიაწასთან და ამაზე იცინიან სისხლის სამართლის დამნაშავეები. კაბინეტებიდან გამოვათრევთ არჩილ კბილაშვილს, მიხეილ გიორგაძეს, ნიკოლოზ ანთიძეს, დავით ლორთიფანიძეს, ხელბორკილებით გადავაბამთ, დავაგდებთ პროკურატურასთან და ვაიძულებთ, ასე მაინც დაკითხონ. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, რომ ხვალ კიდევ მსგავსი ვანდალიზმი არ ჩაიდინონ. ძალიან წაიგრძელეს ენები ამ ბოლო დროს უწმინდესზე და ეკლესიაზე. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობდა ეს აქცია," - განაცხადა ნინო მიქიაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

ამავე თემაზე
დღის ამბები