09 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ვაშინგტონმა რუსეთს სავაჭრო პრეფერენციები შეუწყვიტა

ვაშინგტონმა რუსეთს სავაჭრო პრეფერენციები შეუწყვიტა. შეღავათების გაუქმების დეკლარაციას ბარაკ ობამამ მოაწერა ხელი.

თეთრი სახლის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი ეკონომიკურად საკმაოდ განვითარებული და კონკურენტუნარიანი ქვეყანაა და მას აღარ სჭირდება პრეფერენციები, რომლებსაც განვითარებადი ქვეყნები იღებენ.

რუსეთისთვის შეღავათების გაუქმების მოთხოვნა ბარაკ ობამამ კონგრესს ჯერ კიდევ მაისში, უკრაინის კრიზისის ფონზე, გადაუგზავა.

მოსკოვი უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტი ობამას გადაწყვეტილებას. რუსეთის ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნეს, რომ შეღავათების გაუქმება ქვეყანას არ დააზარალებს.

დღის ამბები