პარტიზანი მებაღეები კვლავ აგრძელებენ ხელმოწერებს ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი პირების გადადგომის მოთხოვნით.
მათ პარალელურად სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კარავი გაშალეს მერიის მიმდებარე სკვერში, რომლის უფლებაც რამდენიმე დღის წინ მერიამ არ მისცა.
სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოში. ინსტანციამ კი პარტიზანების და ახალგაზრდა იურისტების ერთობლივის სარჩელი დააკმაყოფილა, რაც შეეხება მერიაში გუშინ გამართულ შეხვედრას, პარტიზანი მებაღეები მას არ დასწრებიან.